დღეს - 24 დეკ

აღმასრულებელი დირექტორის პირადი ასისტენტი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:recruitment@boundsolutions.ge

განცხადების სრული ტექსტი

ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: აღმასრულებელი დირექტორის პირადი ასისტენტი.

ხელფასი: 4,000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:
  • აღმასრულებელი დირექტორის სამუშაო დღის, შეხვედრების, საქმიანი ვიზიტებისა და სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შეხვედრების კოორდინაცია, შესაბამისი მონაწილეების ინფორმირება, დღის წესრიგის მომზადება და საჭირო მასალების წინასწარ უზრუნველყოფა;
  • საქმიანი კორესპონდენციის მართვა, სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის ორგანიზება;
  • აღმასრულებელი დირექტორის დავალებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • საქმიანი დოკუმენტაციის, ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა სამუშაო მასალის მომზადება და მოწესრიგება;
  • შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმართვა და ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის უზრუნველყოფა;
  • მივლინებების, მოგზაურობებისა და მათთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება;
  • მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვა და მაღალი პასუხისმგებლობით მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პერსონალური ასისტენტის, აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ბიზნესკომუნიკაციის, საქმიანი ეტიკეტისა და საოფისე ადმინისტრირების პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS OFFICE) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, დისციპლინირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
ინდუსტრია / სფერო:
კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 4000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები