განცხადების სრული ტექსტი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე ელექტრონული კომერციის სამსახურში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალში ელექტრონულად შემოსული შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა;
  • შემოსული შეკვეთების თანაბრად გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
  • კურიერებისთვის შეგროვებული პროდუქციის გადაცემა, შეკვეთების სისწორის შემოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
  • ლოკაცია: ვაკე;
  • ანაზღაურება: საათობრივი თვეში მინიმუმ 1200-1300ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/55usSOkb

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი,მარაგების მართვა/Inventory
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი,მარაგების მართვა/Inventory
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები