განცხადების სრული ტექსტი

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 4600 ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №7
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • ოფისის გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
  • კომპანიის სტუმრების და მომხმარებლების დახვედრა და სწორი გადამისამართება;
  • დაზღვეულის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება/საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და დაზღვეულისთვის მიწოდება;
  • შემოსული კორესპოდენციის მიღება, რეგისტრაცია, დასკანირება, შენახვა; დასკანირებული ვერსიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა;
  • გასული კორესპოდენციის რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • შემოსული და გასული კორესპოდენციის დახარისხება და სისტემატიზაცია;
  • მომხმარებლისათვის სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაფორმების მხარდაჭერა;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;

რას ვითხოვთ:
  • სასურველია მითითებულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგელობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • პუნქტუალურობა;

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
  • საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
  • გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
  • პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
  • ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

რას გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/iZZhD

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება,ოფისის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება,ოფისის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები