ვიპ დღეს - 23 დეკ

დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტი

თბილისი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@cheapmoney.ge

განცხადების სრული ტექსტი

ჩიპ მანი აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, არჩილ სულაკაურის 4
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 , შაბათს 10:00 - 14:00)
ანაზღაურება: 950 +ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • საკრედიტო და საოპერაციო დოკუმენტაციის (სესხის ხელშეკრულებები, კლიენტის პირადი მონაცემების ) სისრულისა და სისწორის შემოწმება;
  • დოკუმენტებში არსებული უზუსტობების/ხარვეზების გამოვლენა და ფილიალებთან/საკრედიტო ექსპერტებთან კომუნიკაცია მათი დროულად გასწორების მიზნით;
  • მატერიალური დოკუმენტაციის დასკანერება, დახარისხება, საოპერაციო პროგრამაში ატვირთვა და ფიზიკური არქივის წარმოება;
  • დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი კომპანიის შიდა სტანდარტებთან;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური და ყოველდღიური ანგარიშების (რეპორტების) მომზადება დოკუმენტაციის მდგომარეობისა და გამოვლენილი ხარვეზების სტატისტიკის შესახებ.
  • შიდა და გარე აუდიტის პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპერატიული მოძიება და მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის (საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროში სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი).

პიროვნული უნარები:
  • დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება და სიზუსტე;
  • სწრაფად ათვისებისა და სწავლის სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სრულფასოვან სწავლებას ადგილზე
  • კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების რეალურ პერსპექტივას საფინანსო სექტორში;
  • მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:info@cheapmoney.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: „დოკუმენტაციის კონტროლის სპეციალისტი“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა არქივი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები ფინანსური მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 950 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა არქივი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ფინანსები ფინანსური მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები