განცხადების სრული ტექსტი

სამშენებლო მასალების სადისტრიბუციო კომპანია შპს „ევროკოლორი“ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს პრისეილერის (გაყიდვების აგენტის) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული სავაჭრო ობიექტების მონახულება;
  • პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • ახალი კლიენტების მოძიება;
  • შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიურობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია).
  • ⁠აუცილებელია საკუთარი ავტომობილი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ⁠საწვავის ანაზღაურებას
  • ⁠ცვეთის ანაზღაურებას
  • ⁠ავტომობილის დაზღვევას
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: evrocolor1@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995579226231

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა სამშენებლო მასალები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საველე
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
საწვავის ხარჯების ანაზღაურება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
გაყიდვები სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
მშენებლობა სამშენებლო მასალები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
საკუთარი ტრანსპორტი:
კი (მსუბუქი ავტომობილი)
ნახვები
უნიკალური ნახვები