დღეს - 23 დეკ

სერვისის თანამშრომელი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@tumbo.ge
ტელეფონი:+995514000871

განცხადების სრული ტექსტი

შპს „ტუმბო“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს ადგილზე სწავლებას და პროფესიული განვითარების
კომპანიის საქმიანობის სფეროა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქუჩა #19
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00 ანაზღაურება: 2 000 – 3 000 ლარი (გამომუშავებით)

ძირითადი მოვალეობები:
  • წყლის ტუმბოების მონტაჟი და დემონტაჟი;
  • სატუმბი სადგურების აწყობა და მონტაჟი;
  • საგარანტიო ტუმბოებისა ტექნიკური შემოწმება;
  • ტექნიკური გაუმართაობის მიზეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრაში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:
  • ტექნიკური სფეროს მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი;
  • ტექნიკურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამოცდილების არქონის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე სწავლებას;
  • მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება პრიორიტეტულად.

პიროვნული მახასიათებლები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • ხელმძღვანელის მითითებების ზუსტად შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@tumbo.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995514000871.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
შეკეთება / მონტაჟი სანტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საბითუმო
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000 - 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
შეკეთება / მონტაჟი სანტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
საცალო ვაჭრობა საბითუმო
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები