განცხადების სრული ტექსტი

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის მართვის მენეჯერის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე.

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
დასაქმების ტიპი: დროებითი (დეკრეტის შემცვლელი)

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • პროგრამის აქტიურ ფაზაში წარმოდგენილი მოთხოვნების - შემდგომში მიმართვების მიღება, დამუშავება ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში განსაზღვრული დელეგირების ფარგლებში (როგორც ფრონტის მიერ ასახული, ასევე დაზღვეულის მიერ ონლაინი მოთხოვნების, ასევე პროვაიდერული კლინიკების მოთხოვნების შესაბამისი პლათფორმიდან);
  • ონლაინვშემოსული საავადმყოფო ფურცლისვ(შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) ს/ფ წარმოების წესის ფარგლებში დელეგირება და/ან შესაბამისი პირისთვის წერილობითი პასუხი;
  • შიდა პროტოკოლების, სადაზღვევო პირობებისა და საქართველოში მოქმედი კლინიკური გაიდლაინების დაცვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
  • მიმართვების ავტორიზება;
  • ავტორიზების შემდეგ დადებითად გადაწყვეტილი/დადასტურებული მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელ. ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა, იმ შემთხვევაში თუ პროვაიდერი კლინიკა არ არის ჩართული ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ სისტენმაში.
  • განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ პასუხისმგებელი (მიმართვის შემქმნელი) პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით (პროგრამულად, წერილობით, ვერბალურად);
  • ბიზნეს პროცესში დაკავშირებულ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა და დადგენილი დედლაინების დაცვა;

რას ვითხოვთ:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორინტირებულობას;
  • გუნდური მუშაობის უნარს;
  • პასუხისმგებლობის გრძნობას;

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
  • საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
  • გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
  • პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
  • ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/iwbY3
გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
დროებითი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები დაზღვევა
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები