განცხადების სრული ტექსტი

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მენიუში არსებული ცივი და ცხელი კერძების დამოუკიდებლად მომზადება, დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით.
  • დესერტების მომზადება და მათი დროული მომარაგება რესტორნის დატვირთულობისა და მოთხოვნის შესაბამისად.
  • ნედლეულის პირველადი დამუშავება, ნახევარფაბრიკატებისა და ინგრედიენტების მომზადება საწარმოო საჭიროებებიდან გამომდინარე.
  • სამზარეულოში არსებული მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში უშუალოხელმძღვანელის ინფორმირება დეფიციტის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
  • ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში

კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
უფასო კვება,ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები