სტანდარტი 

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:sales@officemix.ge
ტელეფონი:+995 32 232 22 02
განცხადების სრული ტექსტი
კომპანია „ოფის მიქსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე!
ჩვენ შესახებ:
„ოფის მიქსი“ 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მრავალფეროვან პროდუქციას. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს საკანცელარიო და საოფისე ნივთებს, ჰიგიენურ და საწმენდ საშუალებებს, და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქციას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N127
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00
ანაზღაურება: 1300–1700 ლარი (ხელზე ასაღები).
გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე. ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის მიღება, დახარისხება,შემოწმება და საწყობში განთავსება;
- მომხმარებლებისა და კორპორატიული კლიენტების შეკვეთების მომზადება;
- სადისტრიბუციო ავტომობილის დატვირთვასა და დაცლაში მონაწილეობა;
- საწყობში პროდუქციის მარაგების მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინა;
- სასურველია შესაბამის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაკისრებული მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდსა და მხარდამჭერ მენეჯმენტს;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:sales@officemix.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის:+995 32 232 22 02
+995 32 232 42 50
ვებგვერდი: https://officemix.ge
შემოგვიერთდი „ოფის მიქსის“ გუნდში!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო:
- საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 1300 - 1700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება:
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები):
- მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები:
- ქართული