განცხადების სრული ტექსტი

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციისა და კვლევების სამსახური აცხადებს შიდა ვაკანსიას სკოლებთან ურთიერთობის კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია უნივერსიტეტის სკოლებსა და ცენტრალურ საკომუნიკაციო გუნდს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია და სკოლების საქმიანობის, მიღწევებისა და ინიციატივების წარმოჩენა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სკოლებთან რეგულარული კომუნიკაცია და მათი საქმიანობის, მიღწევების, ღონისძიებებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • სკოლებიდან მიღებული მოთხოვნებისა და ინიციატივების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და მათი შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • სკოლებთან ერთობლივი საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა;
  • აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიღწევებისა და საინტერესო ამბების გამოვლენა;
  • კვლევითი საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და საკომუნიკაციო გუნდთან გაზიარება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, პროექტების კოორდინაციის ან ორგანიზაციული კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

დაინტერესებულ თანამშრომლებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@ug.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „სკოლებთან ურთიერთობის კომუნიკაციების მენეჯერი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მეცნიერება / განათლება საშუალო განათლებატრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
ინდუსტრია / სფერო:
განათლება უმაღლესი განათლება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
მეცნიერება / განათლება საშუალო განათლებატრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
განათლება უმაღლესი განათლება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები