განცხადების სრული ტექსტი

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

მოვალეობები:
  • მარკეტინგული კამპანიების, აქციებისა და სეზონური შეთავაზებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ვიზუალური და სააქციო მასალების მომზადება როგორც სოციალური მედიისთვის, ისე ბეჭდური მიმართულებით (ბანერები, ფლაერები, ეტიკეტები, პოსტები, ვიდეო კონტენტი) - ტექნიკური დავალებების (Brief) შედგენა და დიზაინერებთან/პროდაქშენთან კოორდინაცია;
  • სოციალური ქსელების მართვა - კონტენტის მომზადება, კონტენტ-გეგმის შესრულება და მომხმარებელთა კომენტარებსა და შეტყობინებებზე (Facebook და სხვა არხები) დროული, გამართული პასუხების გაცემა;
  • სარეკლამო კომპანიებთან, სტამბებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების კოორდინაცია და შესრულების ვადების/ხარისხის კონტროლი;
  • ფილიალებში ვიზუალური ნაწილის სრული კონტროლი - სააქციო და სარეკლამო მასალების სწორად განთავსება და ვიზუალური სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრა, უკუკავშირის ანალიზი და სერვისის/კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება და პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, PR-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია რითეილ, FMCG ან სწრაფი კვების სფეროში);
  • საოფისე პროგრამების (MS Excel, PowerPoint, Word) თავისუფალი ფლობა;
  • გრაფიკული და ვიდეო რედაქტორების (Canva, Figma, Adobe Photoshop/Illustrator/Premiere) საბაზისო ან სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტებისა და ძირითადი მეტრიკების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერა და მეტყველება);
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა (ფასები, თარიღები, ტექსტური და ვიზუალური სიზუსტე);
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი (როგორც მომხმარებლებთან, ისე ფილიალების გუნდთან და გარე კონტრაქტორებთან);
  • დროის მართვისა და პარალელურად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი დინამიკურ გარემოში;
  • პროაქტიულობა, ყურადღებიანობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

კანდიდატი რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს - არ განიხილება

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995577349838

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: +995 32 2 907 907

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR),მარკეტინგის ანალიტიკა,მარკეტინგის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR),მარკეტინგის ანალიტიკა,მარკეტინგის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები