დღეს - 15 დეკ

ადმინისტრაციული ასისტენტი / სტაჟიორი

თბილისი, ვაკე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:verwaltung@deutscheschule.ge

განცხადების სრული ტექსტი

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა (DIST არის საერთაშორისო, გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ თანამედროვე, მრავალენოვან და ინკლუზიურ გარემოში. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებს აძლევს განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანამედროვე საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან განათლებასა და შთამაგონებელ გარემოს მომავალი თაობებისთვის.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის / სტაჟიორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და სამეურნეო პროცესების მხარდაჭერა;
  • დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და არქივირება;
  • მშობლების, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება და კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა.
  • სკოლის და ბაღის თანამშრომლებისთვის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართული და გერმანული ენების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტაციისა და სწავლის სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ
  • საერთაშორისო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილების მიღებას განათლების სფეროში;
  • მენტორინგსა და ყოველდღიურ პრაქტიკულ მხარდაჭერას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (სტაჟირების ან დასაქმების ფორმატის შესაბამისად);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: verwaltung@deutscheschule.ge.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება,ადმინისტრაციული ასისტირება
ინდუსტრია / სფერო:
განათლება განათლების მენეჯმენტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული,ინგლისური,გერმანული
ნახვები
უნიკალური ნახვები