განცხადების სრული ტექსტი

თუ ტურიზმში მუშაობის გამოცდილება გაქვს და შეგიძლია კლიენტის იდეა კარგად დაგეგმილ მოგზაურობად აქციო, შემოუერთდი Love Travel-ის გუნდს.

ვეძებთ ტურ მენეჯერს, რომელიც კლიენტს მოგზაურობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე გაუწევს კონსულტაციას — პირველი შეკითხვიდან საბოლოო დაჯავშნამდე. თუ მოგწონს სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობა, შეთავაზებების შედარება და კლიენტისთვის მის ბიუჯეტსა და ინტერესებზე მორგებული ტურის აწყობა, ეს პოზიცია შენთვისაა.

შენი ძირითადი მოვალეობები
  • კლიენტის საჭიროებების გარკვევა და ინდივიდუალური, საოჯახო თუ ჯგუფური ტურების შეთავაზება
  • ავიაბილეთების, სასტუმროების, ტრანსფერების, დაზღვევისა და ექსკურსიების მოძიება და დაჯავშნა
  • ტურის ღირებულების გამოთვლა და კლიენტისთვის შეთავაზების მომზადება ფასის, მომსახურებებისა და გაუქმების პირობების მკაფიო მითითებით
  • პარტნიორებთან კომუნიკაცია, ჯავშნების დადასტურება და გადახდის ვადების კონტროლი
  • სამოგზაურო დოკუმენტების მომზადება და კლიენტისთვის დროულად გაგზავნა
  • მიმდინარე მოთხოვნების მართვა და დაინტერესებულ კლიენტებთან კომუნიკაციის გაგრძელება

რას ველით შენგან
  • ტურისტულ კომპანიაში ტურ მენეჯერად, ტურ ოპერატორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
  • დამოუკიდებლად ტურის აწყობის, ფასის გამოთვლისა და დაჯავშნის უნარს
  • გამართულ ქართულს და ინგლისურის ცოდნას სამუშაო მიმოწერისთვის
  • კლიენტთან პროფესიონალური კომუნიკაციისა და გაყიდვის უნარს
  • დეტალებისადმი ყურადღებას და რამდენიმე მიმდინარე ჯავშნის ერთდროულად მართვის უნარს
  • ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებთან და სასტუმროების B2B პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა.

რას გთავაზობთ
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს
  • სამუშაო პროცესებისა და დაჯავშნის პლატფორმების გაცნობას და გუნდის მხარდაჭერას ადაპტაციის პერიოდში
  • საერთაშორისო ტურისტულ პარტნიორებთან მუშაობისა და ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტურების შექმნის გამოცდილებას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას პარტნიორების ტრენინგებითა და ტურისტული ღონისძიებებით

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ანა კალანდაძე ქ.6
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი: 10:00 - 19:00 | შაბათი -მონაცვლეობით

დაინტერესდი? გამოგვიგზავნე CV მისამართზე: tours@lovetravel.ge. წერილის სათაურში მიუთითე „ტურ მენეჯერი“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ტურიზმი/გართობა ბიზნეს-ტურების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1300 - 2000 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ტურიზმი/გართობა ბიზნეს-ტურების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი
სტუდენტებისთვის:
კი
ენები:
ინგლისური,რუსული,ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები