21 ნოე - 20 დეკ

სერვისის მრჩეველი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მარტყოფი

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, მარტყოფი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო სამგორიდან)
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;
  • სამუშაო პროგრესის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
  • მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
  • პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა მომხმარებლისთვის (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
  • ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურისის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით;
  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • თავაზიანი, კეთილგანწყობილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ავტო-მოტო ზეთის შეცვლა,დაზიანებული ნაწილების აღდგენა
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
დასაქმების ფორმა:
დროებითი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილება 1 წლიდან
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები