21 ნოე - 20 დეკ

სტაჟიორი მექანიკოსი

თბილისი

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდასაქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთართანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 28 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი მექანიკოსის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში!

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა;
  • ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა;
  • დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა;
  • ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება;
  • შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი.

სასურველი უნარები და კომპეტენციები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ტექნიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ავტო-მოტო ავტო-მოტო სერვისი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
ნაწილობრივი განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
დროებითი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ავტო-მოტო ავტო-მოტო სერვისი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები