განცხადების სრული ტექსტი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის (ელექტრონული) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სადგურის მოედანი N2
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.

ძირითადი მოვალეობა:
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
  • ბაზრის კვლევის, კონკურსების, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვებისა და გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის, სატენდერო/საკონკურსო განცხადების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
  • სატენდერო/საკონკურსო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
  • ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ხელშეკრულებების, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებისა და საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება;
  • განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
  • დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
  • უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკურ, მენეჯმენტის ან სამართლის სფეროში;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
  • გასაუბრება

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=3226

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ამანათის/ტვირთის მიწოდება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ამანათის/ტვირთის მიწოდება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
სხვა, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები