სტანდარტი დღეს - 19 დეკ

ოფთალმოლოგიური კაბინეტის ასისტენტი

თბილისი, საბურთალო, ო.ლორთქიფანიძის ქ.
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@curatio.ge

განცხადების სრული ტექსტი

სს ″კურაციო″ აცხადებს ვაკანსიას ოფთალმოლოგიურ კაბინეტში ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
  • ექიმის დავალებით, მონაწილეობის მიღება ანამნეზის შეკრებაში და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ოთარ ლორთქიფანიძის ქ. #31
  • კვირაში 13 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები:
  • ორშაბათი და პარასკევი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე
  • ანაზღაურება - 300 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას შინაარსში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფთალმოლოგიური კაბინეტის ასისტენტი).

გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო ოფთალმოლოგიაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
ნაწილობრივი განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 300

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
სტუდენტებისთვის:
კი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები