განცხადების სრული ტექსტი
,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის თბილისში, რომელიც უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით ოპერირებს ბაზარზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის შეთავაზება;
- სერვის-ცენტრში მოსული კლიენტებისთვის პროექტების შესახებ სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე და ელექტრონულ ფოსტაზე დროული და კომპეტენტური პასუხის გაცემა;
- კლიენტებისთვის კონტრაქტების მომზადება, მათზე მორგებული გადახდის სქემების შემუშავება;
- საჭიროებისამებრ პროექტების სამშენებლო მმოედანზე მისვლა;
- გაყიდვების სისტემაში მონაცემების შეყვანა, პროგრამებში მუშაობა;
- ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში);
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის/უძრავი ქონების მრჩევლის პოზიციაზე სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში ან საბანკო/სადაზღვევო სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
დამატებითი დეტალები:
- სამუშაო კვირა: 5 სამუშაო დღე; 10:00-19:00 ან 11:00-20:00.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე: recruitment24@hh.ge
წარმატებებს გისურვებთ!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები,B2C გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო:
- უძრავი ქონება
საცხოვრებელი უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები,B2C გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- უძრავი ქონება
საცხოვრებელი უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- ენები:
- ინგლისური,რუსული
