განცხადების სრული ტექსტი

RE DLINER — შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და გარემოსდაცვითი მომსახურების მიმართულებით მოქმედი კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და პროაქტიულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან მართვას და გუნდის მუშაობის კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • დირექტორის სამუშაო კალენდრის, შეხვედრებისა და დავალებების კოორდინაცია;
  • თანამშრომლების სამუშაო დავალებებისა და შესრულების ვადების მონიტორინგი;
  • კლიენტებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • მომსახურების ხელშეკრულებების, ანგარიშების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • გეგმიური ვიზიტების ორგანიზება და სპეციალისტების სამუშაო გრაფიკების კოორდინაცია;
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
  • კომპანიის შიდა მონაცემთა ბაზებისა და CRM სისტემის განახლება;
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ისა და Google Workspace-ის კარგად ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე სამუშაო პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი.

სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი

რას გთავაზობთ?
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • უშუალო თანამშრომლობას კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • მრავალფეროვან სამუშაო პროცესებსა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების კოორდინირება,კოორდინირება,ადმინისტრირება,ოფისის მენეჯმენტი,კრიზისის მენეჯმენტი,საოპერაციო პროცესების მართვა,საოპერაციო მენეჯმენტი,სერვისის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი,აღმასრულებელი სამსახური,მენეჯმენტის კონსალტინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ყავა / ხილი / სნექები,დამატებითი ბენეფიტები მშობლებისთვის,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ბონუსები და წახალისება,ტექნიკური აღჭურვილობის დაფინანსება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი,დაწესებულებების მომსახურება,აღმასრულებელი სამსახური,მენეჯმენტის კონსალტინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2