განცხადების სრული ტექსტი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიის ფინანსური ფუნქციების მართვა (40 თანამშრომლამდე არაპირდაპირ დაქვემდებარებაში);
  • უზრუნველყოს გუნდის უწყვეტი დატრენინგების და ქოუჩინგის პროცესი;
  • მოახდინოს დავალების სწორად დელეგირება და შესრულება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის სწორი კოორდინაცია სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის;
  • წარმართოს კომპანიაში დადგენილი ყოველდღიური ფინანსური პროცედურები;
  • მიიღოს მონაწილეობა წლიური ბიუჯეტის შედგენაში;
  • კომპანიის ცენტრალური ფინანსური გუნდის მიერ მომზადებული ყოველთვიური ანგარიშგების გადახედვა და უკუკავშირი;
  • მაღაზიის ბიუჯეტის კონტროლი;
  • მაღაზიის მუშაობასთან დაკავშირებული ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება;
  • ფინანსური პროგნოზის მომზადება;
  • მაღაზიის ინვენტარის დათვლის ორგანიზება და პროცესის მართვა;
  • უზრუნველყოს კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობა;
  • საჭიროების შემთხვევაში გადახედოს და შესთავაზოს ცვლილებები არსებულ პროცედურებში;
  • ითანამშრომლოს კომპანიის გარე აუდიტორებთან, საგადასახადო კონსულტანტებთან/აუდიტორებთან მაღაზიის ფინანსური საკითხების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, საფინანსო-საგადასახადო ან ეკონომიკის კუთხით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორიცაა ფინანსური სპეციალისტი/ფინანსური მენეჯერი/უფროსი ბუღალტერი/აუდიტორი (სასურველია საერთაშორისო კომპანიაში ან საცალო ვაჭრობის სფეროში)
  • მოქმედი სამუშაო ჩარჩოების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა საერთაშორისო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები; საქართველოს საგადასახახო კოდექსი;
  • მაღალ დონეზე ცოდნა საოფისე პროგრამების MS Office (Excel, Word, Powerpoint, Outlook);
  • უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური

უნარები და კომპეტენციები:
  • ხარისხზე, სიზუსტეზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამოკვეთილი პროფესიონალიზმი, სანდოობა და გუნდურობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი როგორც ვერბალური ასევე წერილობით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებეზე;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება, სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მუდმივ განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა;

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციდან გამომდინარე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო)
  • კვება;
  • Fitpass;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/27DwVPlb

გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი,ფინანსური აღრიცხვა,ფინანსური მენეჯმენტიუსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 3 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანალიზი,ფინანსური აღრიცხვა,ფინანსური მენეჯმენტიუსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები