ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@watson.ge
ტელეფონი:+995597054199
მისამართი:ჯ. ლეჟავას 22
განცხადების სრული ტექსტი
Watson იწყებს არაანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე.
გეძლევა შესაძლებლობა იმუშაო კრეატიულ გუნდთან, რეალურ პროექტებზე და განივითარო თავი მედია სამყაროში.
Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge
რას გთავაზობთ:
- პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე;
- სწავლა პროფესიონალებისგან;
- მეგობრული და ინოვაციური გარემო;
- გუნდში დარჩენის რეალური შანსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ვიდეომასალის დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად;
- აუდიო-ვიდეო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება;
- ფერების კორექცია და ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;
- სხვადასხვა პლატფორმისთვის შესაბამისი ვიდეოფორმატების მომზადება;
- პროექტის ვადებში დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მონტაჟის საბაზისო ცოდნა (Adobe Premiere, After-effects და სხვა);
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;
- დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება.
- აუცილებელია ქართულლი და ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლიანობა და კრეატიულობა.
ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22.
გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე:
მეილი: info@watson.ge
ტელ: +995597054199
დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ხელოვნება / მედია
ვიდეო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო:
- მედია და კომუნიკაციები
მარკეტინგი და რეკლამა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
- ხელოვნება / მედია
ვიდეო მონტაჟი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განათლების დონე(ები):
- სხვა
- ენები:
- ქართული,ინგლისური