20 ნოე - 19 დეკ

არაანაზღაურებადი სტაჟირება / ვიდეო-მემონტაჟე

თბილისი, თბილისის ზღვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@watson.ge
ტელეფონი:+995597054199
მისამართი:ჯ. ლეჟავას 22

განცხადების სრული ტექსტი

Watson იწყებს არაანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე.

გეძლევა შესაძლებლობა იმუშაო კრეატიულ გუნდთან, რეალურ პროექტებზე და განივითარო თავი მედია სამყაროში.

Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge

რას გთავაზობთ:
  • პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე;
  • სწავლა პროფესიონალებისგან;
  • მეგობრული და ინოვაციური გარემო;
  • გუნდში დარჩენის რეალური შანსი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვიდეომასალის დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად;
  • აუდიო-ვიდეო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება;
  • ფერების კორექცია და ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;
  • სხვადასხვა პლატფორმისთვის შესაბამისი ვიდეოფორმატების მომზადება;
  • პროექტის ვადებში დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მონტაჟის საბაზისო ცოდნა (Adobe Premiere, After-effects და სხვა);
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება.
  • აუცილებელია ქართულლი და ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა და კრეატიულობა.

ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22.
გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.

გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე:
მეილი: info@watson.ge
ტელ: +995597054199

დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ხელოვნება / მედია ვიდეო მონტაჟი
ინდუსტრია / სფერო:
მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ჰიბრიდული/შერეული

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ხელოვნება / მედია ვიდეო მონტაჟი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები