განცხადების სრული ტექსტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე (სათადარიგო ნაწილების მიმართულებით), თბილისში, ერთ-ერთი ავტონაწილების მაღაზიათა ქსელისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომწოდებლების/ბრენდების პორტფელის ფორმირება და განვითარება
  • ასორტიმენტის მართვა — ახალი პოზიციების შემოტანა, არაეფექტური პოზიციების გამორიცხვა
  • ბრენდის პოზიციონირებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებები: შესყიდვის ფასები, ბონუსები/რებეითები, წლიური კონტრაქტები, მარკეტინგული ბიუჯეტი
  • საფასო პოლიტიკის განსაზღვრა ყველა არხისთვის (საბითუმო, საცალო, ონლაინ)
  • ბრენდის მომგებიანობის (მარჟის) კონტროლი
  • გაყიდვების პროგნოზირება და შესყიდვების დაგეგმვა
  • ნაშთების კონტროლი — ბრუნვადობა, დეფიციტისა და ზედმეტი მარაგის მართვა
  • შეკვეთების ფორმირება, იმპორტის პროცესში ლოგისტიკის მიმართულებასთან კოორდინაცია (ვადები, დოკუმენტაცია)
  • საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი შესყიდვებით დეფიციტის დაფარვა
  • ბაზრის, კატეგორიის, პროდუქტისა და კონკურენტების შესწავლა/ანალიზი
  • გაყიდვების ანალიტიკა და ბრენდის KPI-ების მონიტორინგი (ბრუნვა, მარჟა, ბრუნვადობა, ბაზრის წილი)
  • პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობისა და მომწოდებლისთვის
  • ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (აქციები, პრომო, POS მასალები, ონლაინ კონტენტი) მარკეტინგის მენეჯერთან ერთად
  • გაყიდვების გუნდისა და საცალო ქსელის ფრონტ-პერსონალის ტრენინგები პროდუქტზე
  • კატალოგებისა და ტექნიკური/პროდუქტული ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა
  • საგარანტიო და სარეკლამაციო საკითხებში ჩართულობა მომწოდებელთან

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • 2-წლამდე მუშაობის გამოცდილება პროდუქტის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საავტომობილო სფეროში (აუცილებელია სათადარიგო ნაწილებზე მუშაობის გამოცდილება)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • MS ოფისთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruitment13@hh.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 252 467

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი,მარაგების მართვა/აღრიცხვაგაყიდვები საცალო გაყიდვები,პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტიავტო-მოტო ავტო-მოტო სერვისი
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება საავტომობილო
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი,მარაგების მართვა/აღრიცხვაგაყიდვები საცალო გაყიდვები,პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტიავტო-მოტო ავტო-მოტო სერვისი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
წარმოება საავტომობილო
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები