დღეს - 19 დეკ

გრაფიკული დიზაინერი

თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@vizitka.ge

განცხადების სრული ტექსტი

სარეკლამო და პოლიგრაფიული კომპანია „ვიზიტკა.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

თუ ხართ კრეატიული, დეტალებზე ორიენტირებული და გსურთ განვითარება სარეკლამო და პოლიგრაფიულ სფეროში, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც მომხმარებლისთვის ინდივიდუალური დიზაინის შექმნა, ისე უკვე მოწოდებული დიზაინის მიხედვით საბეჭდი ფაილების პროფესიონალურად მომზადება.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პოლიგრაფიული პროდუქციის დიზაინის შექმნა და არსებული დიზაინების დამუშავება
  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული დიზაინების მიხედვით საბეჭდი ფაილების მომზადება
  • დიზაინის ტექნიკური გამართვა პოლიგრაფიული წარმოების მოთხოვნების შესაბამისად
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების დაზუსტება და დიზაინის შეთანხმება
  • შეკვეთების ვადების დაცვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
  • წარმოების გუნდთან კოორდინაცია შეკვეთების შეუფერხებლად შესრულების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:
  • გრაფიკულ დიზაინში მუშაობის გამოცდილება
  • Adobe Illustrator-ისა და Corel Draw-ის ცოდნა
  • ბეჭდვისთვის განკუთვნილი ფაილების მომზადების საბაზისო ცოდნა
  • ფერთა სისტემების (CMYK, RGB), ზომებისა და ბეჭდვისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრების ცოდნა
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მათი მოთხოვნების სწორად გააზრების უნარი
  • სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი უპირატესობა:
  • პოლიგრაფიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • შეფუთვის, სარეკლამო მასალებისა და სხვადასხვა ბეჭდური პროდუქციის დიზაინზე მუშაობის გამოცდილება.

სამოტივაციო პირობები:
  • ჩვენთან ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და დამატებით ბონუსებს შესრულებული სამუშაოს მიხედვით
  • ბონუსი მომხმარებლისთვის დამოუკიდებლად შექმნილ და შეთანხმებულ დიზაინებზე

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გამომუშავებული ბონუსები
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – შაბათი, 10:00-დან 18:00 საათამდე (დასვენება: კვირა)
  • სამუშაო ადგილი: სარეკლამო და პოლიგრაფიული კომპანია „ვიზიტკა.ჯი“
  • მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
  • პროფესიული განვითარებისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.

განაცხადის შემოტანის წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სასურველია, შესრულებული ნამუშევრების პორტფოლიო ელფოსტაზე: hr@vizitka.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
ინდუსტრია / სფერო:
მედია და კომუნიკაციები ბეჭდვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ღია კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
(+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მედია და კომუნიკაციები ბეჭდვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები