განცხადების სრული ტექსტი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰიპერმარკეტში შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესებით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
  • მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
  • სასაქონლო ზედნადებების კონტროლი, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტეის მომზადება;
  • ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

ჩვენ გთავაზობთ:
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ;
  • ანაზღაურება: 1400 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • კვება;
  • Fitpass;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gRthDg6c

გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები 1C
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1400
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ბუღალტერია / ფინანსები 1C
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები