სტანდარტი 

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@nutsinc.ge
განცხადების სრული ტექსტი
შპს "ნათს ინქორფორეითიდ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამეგრელო, სოფელი სეფიეთი
განაკვეთი: სრულიამ პოზიციის მიზანია თხილის ბაღების ინფრასტრუქტურის (წყლის არხების, შიდა გზებისა და ღობეების) მოწყობის, შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია, ამ სამუშაოებში ჩართული პერსონალის ხელმძღვანელობით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საკუთრებაში არსებული თხილის ბაღების წყლის არხების გაყვანის, გამართვისა და პერიოდული გაწმენდის ორგანიზება;
- არხების მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, დაზიანებების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაღებში წყლის დგომა;
- ბაღების შიდა გზების შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, ტექნიკისა და პერსონალის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად;
- ღობეების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და ახალი ღობეების მოწყობის ორგანიზება;
- სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, დავალებების განაწილება, შესრულებული საქმის მონიტორინგი და შეფასება;
- საჭირო მასალებისა და ტექნიკის განსაზღვრა, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- სამუშაოების კოორდინაცია აგრონომიულ გუნდთან, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეთანხმებული იყოს ბაღის მოვლის გრაფიკთან;
- საავარიო სიტუაციებზე (წყალდიდობა, არხის ჩაქცევა, ღობის დაზიანება) ოპერატიული რეაგირება;
- სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სამშენებლო, მელიორაციის ან აგრარულ სფეროში) ან 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს როლზე;
- წყლის არხების, მიწის სამუშაოებისა და გზების მოვლის სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
- მიწის სამუშაოების ტექნიკასთან (ექსკავატორი, გრეიდერი და სხვ.) დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;
- კარგი ლიდერული თვისებები, ხალხის მართვის და სწორი დავალებების მიცემის უნარები;
- დაგეგმვისა და ორგანიზების კარგი უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- სოფლის მეურნეობა
სარწყავი ინჟინერიაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო:
- სოფლის მეურნეობა
მეურნეობა,ფერმერული მეურნეობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- სოფლის მეურნეობა
მეურნეობა,ფერმერული მეურნეობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები:
- ქართული
- მართვის მოწმობა:
- B კატეგორია