განცხადების სრული ტექსტი

VIKON Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ინჟინერი / Engineer

VIKON Group- ი საქართველოში წამყვანი საინჟინრო, სამშენებლო და საპროექტო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს საინჟინრო ქსელებისა და სისტემების პროექტირების, ტექნიკური კონსულტაციისა და სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროცესების ინჟინერული ტექნიკური მხარდაჭერა;
  • სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
  • ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში მივლინებები შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად და შემდგომი პროცესების დასაგეგმად;
  • პროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური საკითხების შეთანხმება მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.);
  • პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და პერიოდული განახლება;
  • სამუშაო პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;
  • შესაბამის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (არქიტექტურის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • გამოცდილება სამშენებლო სექტორში არანაკლებ 2 წელი;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word, AutoCAD, ArchiCAD).

პიროვნული უნარები:
  • ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge

ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ინჟინერია სამშენებლო ინჟინერია
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
მივლინებები:
კი(ქვეყანაში)
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ინჟინერია სამშენებლო ინჟინერია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები