19 ნოე - 04 დეკ

ტენდერი პროექტისთვის - ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის / ფინალური შეფასება

თელავის მუნიციპალიტეტი
ქუთაისი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:thea_kvintradze@wvi.org

განცხადების სრული ტექსტი

წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა — კონსულტანტი(ები)/კომპანია: პროექტის „ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ ფინალური (Endline) შეფასება.

კახეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონები, საქართველო / ვორლდ ვიჟენ საქართველო.

ვორლდ ვიჟენის შესახებ
ვორლდ ვიჟენი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანიტარული განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს თითქმის 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.wvi.org/georgia.

მოწვევა მონაწილეობისთვის
ვორლდ ვიჟენი საქართველო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს, მიიღონ მონაწილეობა კონსულტანტის(ების)/კომპანიის პრეკვალიფიკაციასა და შერჩევაში, რომელიც განახორციელებს შემდეგს: პროექტის „ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ ფინალური (Endline) შეფასება. პროექტი ხორციელდება დანიის ლტოლვილთა საბჭოსა (DRC) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პარტნიორობით, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით. შეფასება დაგეგმილია 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 25 მარტამდე პერიოდში. მივიღებთ განაცხადებს კარგად დამკვიდრებული და სანდო მომწოდებლებისგან.
დოკუმენტაციის წარდგენა და შერჩევა განხორციელდება ვორლდ ვიჟენის ელექტრონული შესყიდვების სისტემის (Provision/Coupa) მეშვეობით.

ძირითადი ვადები
  • სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის მოთხოვნის ვადა: 2026 წლის 2 დეკემბერი, 17:00.

სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის პაკეტის მოთხოვნისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი: thea_kvintradze@wvi.org. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შერჩევის დასახელება — „Endline Evaluation – Ertad”.
წინადადების ატვირთვის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 17:00.
ვადის გასვლის შემდეგ ან ვორლდ ვიჟენის შესყიდვების სისტემის გარეთ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.

კონტაქტი და განმარტებები
პროცესთან დაკავშირებული განმარტებებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ვორლდ ვიჟენ საქართველო
78, დ. უზნაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: thea_kvintradze@wvi.org

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ტენდერი/კონკურსი ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები