განცხადების სრული ტექსტი
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკოსი.
პოზიცია: ტექნიკოსი
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
- საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება;
- საბაგირო გზის გეგმიური ტექნიკური მომსახურება;
- ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
- სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება;
- ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია);
- ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას;
- სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV: hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2026 წლის 17 დეკემბრისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ენერგეტიკა
ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება - ინდუსტრია / სფერო:
- დასვენება და მოგზაურობა
რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- ენერგეტიკა
ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- დასვენება და მოგზაურობა
რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები:
- ქართული,ინგლისური,გერმანული