ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@global-erty.net
განცხადების სრული ტექსტი
სატელეკომუნიკაციო კომპანია s.s. გლობალ ერთი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ #6,
ანაზღაურება 1100 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათები: 10.00 -19.00; შესვენება 1 საათი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აბონენტებისგან (იურიდიული პირებისგან) შემოსული მოთხოვნების ასახვა ბაზაში, მოთხოვნის დამუშავება და მისი გადაჭრა;
- შემოსული პრობლემების მოგვარების 1 საფეხურის უზრუნველყოფა - ინფორმაციის მიღება და დაუყონებლივ გადაცემა შესაბამის სამსახურზე;
- აბონენტებისთვის ინფორმაციის და სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება ელექტრონული გზით;
- აბონენტებისთვის გაწეულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე დარიცხული თანხის გადახდის კონტროლი;
- შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა მომსახურებასთან დაკავშირებით;
- ზარების განხორციელება მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კორპორატიულ კლიენტთა მომსახურებისოპერატორი
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ და გვაძლევთ უფლებამოსილებას დავამუშაოთ
მოწოდებული ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა - ინდუსტრია / სფერო:
- სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 1100
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილება 1 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები:
- ქართული