დღეს - 18 დეკ

საწყობის მენეჯერი

თბილისი

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობის შეუფერხებლად და გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება და მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • სამუშაო პროცესების ოპტიმალურად გადანაწილება;
  • საწყობში არსებულ ქონებაზე, დასაწყობებულ მარაგებზე ხარისხის შენარჩუნება შესანახი ადგილის სწორედ შერჩევის გზით;
  • საწყობში არსებული მარაგების გადათვლა-ინვენტარიზაცია, უზუსტობის დადგენა და მიზეზის მოკვლევა;
  • სამუშაო დღის ბოლოს, შესრულებული შეკვეთების და მიღებული პროდუქციის რაოდენობის 1C პროგრამასთან შედარება, უზუსტობის შემთხვევაში მიზეზის მოკვლევა და გასწორების უზრუნველყოფა;
  • საწყობში სისუფთავის დაცვა;
  • დადგენილი ფორმით და პერიოდულობით რეპორტინგი მენეჯერთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და საშუალო განათლება;
  • საწყობის მენეჯერი პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სატრანსპორტო საშუალებები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები