სტანდარტი 

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:vacancy@pmg.com.ge
განცხადების სრული ტექსტი
სასტუმრო AUROOM BAKURIANI, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში, ეძებს ყურადღებიან, პასუხისმგებლიან და გაწონასწორებულ თანამშრომელს უსაფრთხოების სამსახურის პოზიციაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასტუმროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, არამედ სტუმრებზე ზრუნვა, მათთვის საჭირო დახმარების გაწევა და მეგობრული, კომფორტული ატმოსფეროს შექმნა.
თუ ხართ მშვიდი, დაკვირვებული და კომუნიკაბელური ადამიანი, შეგიძლიათ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ როგორც უსაფრთხოების, ისე სტუმრების დახმარების საკითხებს — შემოგვიერთდით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს ტერიტორიაზე ზოგადი უსაფრთხოების ნორმებისა და წესრიგის დაცვა;
- სტუმრებისთვის საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა;
- სტუმრების ბარგის ატანასა და განთავსებაში დახმარება;
- სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და ყურადღების მიქცევა დეტალებისადმი;
- საჭიროების შემთხვევაში, არაკომფორტული ან კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და კორექტულად განმუხტვა;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- სასტუმროს თანამშრომლებთან კოორდინირებული და გუნდური მუშაობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მშვიდი, გაწონასწორებული და თავშეკავებული ხასიათი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და განმუხტვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაკვირვებულობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თანამშრომლებთან ზომიერი, კორექტული და ჯანსაღი კომუნიკაცია;
- სტუმართმოყვარეობისა და მომსახურების კულტურის გააზრება.
შენიშვნა: სასტუმროში კონფლიქტური სიტუაციები იშვიათია. ჩვენთვის პრიორიტეტულია პრევენციაზე, ყურადღებიანობაზე, თავაზიანობასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული თანამშრომელი.
რას გთავაზობთ AUROOM BAKURIANI:
- მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- სამუშაო პერიოდში განთავსებას;
- კვებას;
- შრომის ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pmg.com.ge
შემოგვიერთდით AUROOM BAKURIANI-ს გუნდში!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო:
- დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება:
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები):
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები:
- ქართული