განცხადების სრული ტექსტი

შპს „რუსთავის ფოლადი“, რომელიც 1948 წელს დაარსებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექიმნა 2011 წელს და დღეისათვის აწარმოებს მრავალი სახის პროდუქტს: ფიტინგები, უჟანგავი მილები, კვადრატული ნაწარმი, რკინის ჩამოსხმა, ლითონის კონსტრუქციები და ა.შ. აცხადებს ვაკანსიას „პირადი მძღოლის“ პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. №12
დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:
დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით.
ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი (სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, განათების ხელსაწყოები, საბურავების მდგომარეობა, ზეთისა და ტექნიკური სითხეების დონე);
ავტომობილის სისუფთავის კონტროლი და უზრუნველყოფა (როგორც სალონის, ისე ძარის);
გეგმური ტექნიკური მომსახურების (ზეთის, ფილტრების შეცვლა), ტექდათვალიერებისა და დაზღვევის ვადების კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტების მიტანა და ა.შ.)
გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება;
კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მართვის მოწმობა (B კატეგორია);
მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პუნქტუალურობა

შეღავათები:
კორპორატიული დაზღვევა;
კვება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონზე: +995 577 177 900. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პირადი მძღოლი“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციის მძღოლი
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება ლითონებისა და ფოლადის წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ღია კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საველე

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები