18 ნოე - 17 დეკ

კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:Vacancy@freeuni.edu.ge

განცხადების სრული ტექსტი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:
შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართალი - ასოცირებული პროფესორი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან სამართლის მაგისტრის ხარისხი და სამეცნიერო/პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, ასევე:
  • შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის სფეროში, საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებისა და სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • შრომითი ურთიერთობების სამართალი (კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებისათვის); ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართლის მიმართულებით კვლევებში და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს:
  • შესაბამისი მიმართულებით საკონსულტაციო გამოცდილებით;
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული იურიდიული განათლებით;

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 18 დეკემბრიდან - 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
  • ბიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
  • ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხორციელდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/263212333384451

კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (ან საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საჩვენებელი ლექცია);

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 24 დეკემბრიდან - 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. კანდიდატის საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2027 წლის 15 იანვარი.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.
აკადემიურ პოზიციაზე არჩევა მოხდება 4 წლის ვადით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლებატრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
ინდუსტრია / სფერო:
განათლება უმაღლესი განათლება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 10 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლებატრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
განათლება უმაღლესი განათლება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
დოქტორი, მაგისტრი, ბაკალავრი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები