ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:HR@araligroup.ge
განცხადების სრული ტექსტი
სამშენებლო-საგზაო კომპანია შპს "არალი" აცხადებს ვაკანსიას სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილი და დაქირავებული სპეცტექნიკის (ექსკავატორები, ბულდოზერები, გრეიდერები, სატკეპნები, თვითმცლელები და სხვ.) ობიექტებზე დროული მისვლისა და გამოსვლის (გრაფიკის) მკაცრი კონტროლი;
- სპეცტექნიკის ობიექტებს შორის გადაადგილების (ტრალით გადაზიდვის) ოპერატიული დაგეგმვა და კოორდინაცია
- ტექნიკის ყოველდღიური განაწილება სამუშაოთა მწარმოებლების („ზედამხედველის“) მოთხოვნების შესაბამისად
- GPS მონიტორინგის სისტემით ტექნიკის გადაადგილების, მუშაობის საათებისა და გაჩერებების კონტროლი
- მძღოლების შესრულებული სამუშაო საათებისა და რეისების ზუსტი აღრიცხვა
- საწვავის ხარჯვის მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა
- ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში მექანიკოსებთან და შესაბამის ჯგუფთან ოპერატიული კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- GPS მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) კარგად ცოდნა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@araligroup.ge.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დატვირთვის ოპტიმიზაცია,ავტოპარკის მოვლა - ინდუსტრია / სფერო:
- მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები:
- ქართული,რუსული,ინგლისური