დღეს - 17 დეკ

ბუღალტერ-ოპერატორი

ცაგერის მუნიციპალიტეტი, ცაგერი

განცხადების სრული ტექსტი

საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" ეძებს აქტიურ და მოტივირებულ თანამშრომლებს ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ცაგერის ფილიალში.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მოლარედ მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.

პიროვნული უნარები:
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • აწარმოებს ფულადი შეტანების მიღებას და სასესხო თანხების გაცემას ორგანიზაციის კლიენტებისაგან;
  • პასუხისმგებელია ფულადი გასავლების და შენატანების პროგრამულ ავტორიზაციაზე;
  • პასუხისმგებელია საინკასაციო თანხების ზუსტ აღრიცხვაზე;
  • ახორციელებს საინკასაციო თანხების უსაფრთხოდ მიღებასა და ჩაბარებას;
  • პასუხისმგებელია ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმებაზე;
  • ყველა ოპერაციას აღრიცხავს დროულად, ზუსტად მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად;
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ითვლის სალაროში არსებულ ფულს და ადარებს მას პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს უწევს კონსულტაციას და აძლევს განმარტებებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას;
  • კლიენტების მომსახურებისას არის თავაზიანი და კომუნიკაბელური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)" ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი
სტუდენტებისთვის:
კი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები