განცხადების სრული ტექსტი

წიგნის მაღაზიათა ქსელი ,,ლიბრა“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის და მენეჯერის პოზიციებზე ქ.თბილისში

სავალდებულო მოთხოვნები:
  • წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.

საკვალიფიკაციომოთხოვნები:
  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსთამთავრებული
  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
  • სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა

ძირითადი მოთხოვნები:
  • შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
  • ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
  • პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება
  • არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
  • სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • გაყიდვების ტექნიკების ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ ატმოსფეროს.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.

შრომის ანაზღაურება:
750 ლარიდან 1100 ლარამდე, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე librawignebi@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვაგაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 750 - 1100 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვაგაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი
სტუდენტებისთვის:
კი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები