განცხადების სრული ტექსტი
აშენდი აგრო აცხადებს ვაკანსიას: ვეტერინარი ექიმი (სასაკლაოს ხარისხის კონტროლის მიმართულებით)
ძირითადი მოვალეობები:
- დაკვლის პროცესის ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლი;
- ცხოველებისა და მიღებული ხორცის მდგომარეობის შეფასება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- ხორცისა და სუბპროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი;
- საწარმოო პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
- საწარმოო პერსონალის მიერ ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი;
- შეუსაბამობების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
- ვეტერინარული და ხარისხის კონტროლის დოკუმენტაციის წარმოება;
- HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ვეტერინარული განათლება;
- ვეტერინარ ექიმად მუშაობის გამოცდილება;
- სასაკლაოზე ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლისა და ხორცის ხარისხის შეფასების ცოდნა;
- HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ashendi.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- შინაური ცხოველები
ვეტერინარია - ინდუსტრია / სფერო:
- სოფლის მეურნეობა
ფერმერული მეურნეობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- შინაური ცხოველები
ვეტერინარია - განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები:
- ქართული