განცხადების სრული ტექსტი

ახალი სათამაშო სტუდია ფერსტ ემბერ სტუდიო ეძებს გამოცდილ Unreal Engine დეველოპერს. ნულიდან ვქმნით კოოპერაციულ თამაშებს და გვსურს ისეთი მექანიკების შემუშავება, რომლებიც მოთამაშეებისთვის შთამბეჭდავი იქნება.

რას გააკეთებთ
  • შეიმუშავებთ თამაშის არქიტექტურას და შექმნით ძირითად სისტემებს C++-ისა და Blueprints-ის გამოყენებით.
  • განავითარებთ 1–4 მოთამაშეზე გათვლილ კოოპერაციულ რეჟიმს. გამართავთ სესიასთან დაკავშირებას, რეპლიკაციას, სინქრონიზაციასა და კავშირის გაწყვეტის შემდეგ სესიაში დაბრუნებას.
  • შექმნით საბრძოლო და გადაადგილების მექანიკებს, თავდაცვით კოშკურებს (ტურელებს), ხაფანგებს, პერსონაჟის პროგრესიისა და თამაშის შენახვის სისტემებს.
  • შექმნით მტრების დიდი ჯგუფების სიმულაციის სისტემას და იმუშავებთ თამაშის წარმადობისა და ქსელური ტრაფიკის ოპტიმიზაციაზე.
  • შექმნით თამაშში ჩაშენებულ რუკების რედაქტორს.
  • გეიმდიზაინერთან ერთად სწრაფად ააწყობთ და გამოცდით ახალი მექანიკების პროტოტიპებს.
  • ჩაატარებთ კოდის რევიუს და იმუშავებთ რუტინული პროცესების ავტომატიზაციაზე.

რას ველით თქვენგან
  • Unreal Engine-ის, C++-ისა და Blueprints-ის სიღრმისეულ ცოდნას.
  • ქსელური თამაშების შექმნის პრაქტიკულ გამოცდილებას. ექშენ-თამაშებზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
  • კლიენტ-სერვერული არქიტექტურის, რეპლიკაციის, RPC-ისა და მოძრაობის პროგნოზირების პრინციპების ცოდნას.
  • პროფაილინგის, ოპტიმიზაციისა და სინქრონიზაციის პრობლემების დიაგნოსტიკისა და გამოსწორების გამოცდილებას.
  • თამაშის ტესტირების უნარს ქსელური დაყოვნების, პაკეტების დაკარგვისა და მაღალი დატვირთვის პირობებში.
  • Git-თან ან Perforce-თან მუშაობის გამოცდილებას.
  • თამაშებისადმი ინტერესს და დამოუკიდებლად, სწრაფი ტემპითა და ვადების დაცვით მუშაობის უნარს.
  • AI ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენებას კოდის წერისთვის, გამართვისა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის, ასევე მიღებული შედეგების გადამოწმებას.
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნას

უპირატესობად ჩაითვლება
  • Mass Entity-სა და მასობრივი სიმულაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • Gameplay Ability System-თან (GAS), Steam-თან ან მოთამაშეების მიერ შექმნილ რუკებთან მუშაობის გამოცდილება.
  • გამოშვებულ თამაშებზე მუშაობის ან გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV: sbeltadze@yahoo.com

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/დეველოპმენტი
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/დეველოპმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები