ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:Nana.kiladze@brandr.ge
განცხადების სრული ტექსტი
განათების კომპანია ,,Brand R ’’ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება;
- სალარო ოპერაციების სწორად და დროულად შესრულება;
- სალაროს კონტროლი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სისტემაში ასახვა;
- RS.ge-ზე (შემოსავლების სამსახურის პორტალზე) საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა;
- დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება და შეჯერება;
- საწარმოში წარმოებული პროდუქციის პროგრამაში ასახვა;
- ახალი პროდუქციის კოდების შექმნა და სისტემაში რეგისტრაცია;
- წარმოებული პროდუქციის შესაბამის საწყობში აღრიცხვა და ნაშთების სწორად ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამებისა და კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
- RS.ge-ის პორტალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიზუსტე, ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვირაში 5 სამუშაო დღეს;
- სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე;
- ყოველთვიური ანაზღაურება: 1,100 ლარი + ბონუსი;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- დროულ ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი №116.
ვაკანსია უკვე მოიცავს როგორც სალარო და საბუთების წარმოების, ისე პროდუქციის აღრიცხვისა და სასაწყობო ნაშთების მართვის ფუნქციებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო არხზე.Nana.kiladze@brandr.ge
გისურვებთ წარმატებას
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
სხვა - ინდუსტრია / სფერო:
- საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 1100 (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები):
- სხვა
- ენები:
- ინგლისური