განცხადების სრული ტექსტი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას HR საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
  • ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;
  • შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მონაცემთა ბაზის მართვა;
  • თანამშრომელთა როტაციის, დაწინაურების და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
  • შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შვებულების, სამუშაო დროის აღრიცხვისა და დასწრების კონტროლი ;
  • თანამშრომელთა შეფასებისა და ეფექტიანობის მართვის პროცესის მხარდაჭერა;
  • თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარება;
  • მენეჯერების კონსულტირება ადამიანური რესურსების საკითხებზე;
  • HR ანგარიშგების მომზადება და HR მეტრიკების მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა პრობლემების მართვა და შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • ადამიანური რესურსების შერჩევის და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის #1;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/OwQfFtsc

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაციაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო პროცესების მართვა,საოპერაციო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაციაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო პროცესების მართვა,საოპერაციო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები