განცხადების სრული ტექსტი

საინჟინრო კომპანია SEKKEI PARK აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით

კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაში.

ვაკანსიის შესახებ:
  • ანაზღაურება: 700 ლარი (NET);
  • ხანგრძლივობა: 6 თვე;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, (ორშაბათი – პარასკევი)
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პირველადი დოკუმენტების დამუშავება და დაარქივება;
  • სხვადასხვა ბუღალტრულ ოპერაციებში ჩართულობა და მათი პროგრამულად ასახვა.

სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით:
  • ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად პრინციპებს;
  • საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობას;
  • ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების აღრიცხვას.

სურვილის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა:
  • ჩაერთოთ საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში;
  • მონაწილეობა მიიღოთ ფინანსური და მენეჯმენტური ანგარიშების მომზადებაში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგად ფლობას;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები და თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;
  • ინტერპერსონალური უნარები.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • პროფესიული განვითარება;
  • სამედიცინო დაზღვევა 6 თვის შემდეგ;


დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და დიპლომის ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ სასწავლო ბარათის ამონაწერი) ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა,სამშენებლო მასალები,სამოქალაქო საინჟინრო საქმე
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 700
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ყავა / ხილი / სნექები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი
საგანმანათლებლო პროგრამები:
ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
სტუდენტებისთვის:
კი
ენები:
ქართული,ინგლისური
ტექნიკური უნარები:
Microsoft Excel
ნახვები
უნიკალური ნახვები