განცხადების სრული ტექსტი

კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მექანიკოსის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:
  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70, ასევე მ.გახოკიძის ქ.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შაბათი მოკლე სამუშაო დღე (კვირაში 40 სთ)
  • ანაზღაურება: 2200 - 3000 ლარი (ფიქსირებულს + ბონუსი ერთად)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პერიოდულად ქვეყნის ფარგლებში მივლინებები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ავტო/მოტო მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია შესაბამისი განათლება პროფესიულ, ან უმაღლეს სასწავლებელში
  • სასურველია საავტომობილო/მოტო მიმართულების ტექნიკური და სადიაგნოსტიკო პროგრამების ცოდნა
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური მიმართულებით სწავლებისთვის)

ძირითადი მოვალეობები:
  • სერვისში მიღებული სარემონტო და სარეალიზაციო ტექნიკის დიაგნოსტირება
  • გამოვლენილი ხარვეზების დროული და ხარისხიანი აღმოფხვრა, სარემონტო და გეგმური ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
  • სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ტექნიკის აწყობა, წინა სარეალიზაციო მომზადება და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • სადიაგნოსტიკო აპარატურისა და სპეციალური ხელსაწყოების ეფექტიანი გამოყენება კომპანიის შიდა სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით
  • გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის ასახვა და სამუშაო პროცესის მჭიდრო კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/OXGGEck
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 17 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა
  • პირისპირ გასაუბრება

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ავტო-მოტო მსუბუქი ავტომობილის მექანიკა
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვიმედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
მივლინებები:
კი(ქვეყანაში)
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ავტო-მოტო მსუბუქი ავტომობილის მექანიკა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვიმედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები