17 ნოე - 16 დეკ

მავნებლების კონტროლის ტექნიკოსი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@killers.ge

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია "ქილერი" აცხადებს ვაკანსიას მავნებლების კონტროლის ტექნიკოსის პოზიციაზე.

"ქილერი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, სპეციალიზებულია მავნებლების კონტროლის სფეროში და ემსახურება საქართველოში მოქმედ წამყვან კომპანიებს.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
  • ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
  • დასვენება შაბათ-კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში;
  • პროფესიული გადამზადება კომპანიის მიერ.

ძირითადი მოვალეობები:
  • მავნებლების კონტროლის სამუშაოების ყოველდღიურად შესრულება როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება;
  • შესრულებული სამუშაოების ანგარიშგების ფორმების შევსება;
  • სამუშაო ინვენტარისა და აღჭურვილობის მოვლა;
  • სამუშაო ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა;
  • უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლიანობა;
  • პუნქტუალურობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მოწესრიგებულობა და პრეზენტაბელურობა;
  • კომუნიკაბელურობა.

შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას.
თუ გსურთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე info@killers.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ტექნიკოსი".

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
დასუფთავება დეზინფექცია
ინდუსტრია / სფერო:
კორპორატიული სერვისები დაწესებულებების მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1000 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
დასუფთავება დეზინფექცია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
კორპორატიული სერვისები დაწესებულებების მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები