17 ნოე - 16 დეკ

ინსტალატორი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@digitaltv.ge

განცხადების სრული ტექსტი

DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
  • გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
  • მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილის ყოლა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ბენეფიტები კომპანიისგან:
  • ავტომობილის დაზღვევა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
  • საწვავით უზრუნველყოფა
  • მანქანის ცვეთის ხარჯი

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 2000 ლარიდან)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2026 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge
დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იყოს პოზიციის დასახელება:
„ინსტალატორი თბილისში“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები ინსტალაცია
ინდუსტრია / სფერო:
ტექნიკა და ქსელები ტელეკომუნიკაციები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ინფორმაციული ტექნოლოგიები ინსტალაცია
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ტექნიკა და ქსელები ტელეკომუნიკაციები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
საკუთარი ტრანსპორტი:
კი (მსუბუქი ავტომობილი)
ნახვები
უნიკალური ნახვები