განცხადების სრული ტექსტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას მრავალწლოვანი კულტურის მეურნეობის დირექტორის პოზიციაზე, სამეგრელოში, ერთ-ერთი აგრარული კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაღების სრული საოპერაციო პროცესის მართვა, დაგეგმვა და კონტროლი;
  • ბაღების მოვლა-პატრონობის წლიური და სეზონური სამუშაო გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაშენების, ზრდის, განვითარების, მოსავლიანობისა და მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • აგროტექნიკური სამუშაოების, მათ შორის გასხვლის, განოყიერების, მორწყვის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის მოვლის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • აგრონომებთან და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბაღების პროდუქტიულობისა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • სარწყავი სისტემების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მოსავლის მოცულობის პროგნოზირება, მოსავლის აღების პროცესის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
  • მოსავლის აღების, დახარისხების, შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის მომზადების პროცესების კოორდინაცია;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მოსავლის აღების შემდგომი პროცესების (Post-Harvest Management) მართვა, პროდუქციის დანაკარგების მინიმიზაციისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით;
  • ბაღების საოპერაციო ბიუჯეტის შემუშავება, ხარჯების დაგეგმვა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
  • წარმოების თვითღირებულების ანალიზი და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • საოპერაციო ეფექტიანობისა და მოსავლიანობის ზრდისკენ მიმართული სტრატეგიული და პრაქტიკული ინიციატივების შემუშავება;
  • ბაღებში დასაქმებული მუდმივი და სეზონური პერსონალის საქმიანობის მართვა, სამუშაოების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
  • საჭირო ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და მათი დროული მობილიზების უზრუნველყოფა;
  • სასოფლო-სამეურნეო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების მომწოდებლებთან თანამშრომლობა და შესყიდვების პროცესის კონტროლი;
  • საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების, მოთხოვნის, ფასების დინამიკისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი მონიტორინგი;
  • ექსპორტის არსებული და პოტენციური ბაზრების შეფასება და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • საერთაშორისო მყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და საექსპორტო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება;
  • საექსპორტო გაყიდვების გეგმების, მიწოდების მოცულობებისა და შეთანხმებული კომერციული პირობების შესრულების კონტროლი;
  • საექსპორტო ბაზრების სპეციფიკური მოთხოვნების, ხარისხის სტანდარტებისა და სერტიფიცირების პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლოგისტიკური პროცესებისა და მიწოდების ვადების კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;
  • საერთაშორისო ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის GLOBALG.A.P.-ისა და სხვა შესაბამისი სერტიფიცირების პროცესების კოორდინაცია;
  • საექსპორტო ბაზრებზე არსებული კომერციული და საოპერაციო რისკების შეფასება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ბაღების განვითარების, ახალი ფართობების ათვისებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ბაღების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების (მოსავლიანობა, პროდუქციის ხარისხი, თვითღირებულება, დანაკარგები, საექსპორტო გაყიდვები) განსაზღვრა, ანალიზი და კონტროლი;
  • ბაღების საოპერაციო და ფინანსური შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია აგრონომიის, სოფლის მეურნეობის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში).
  • მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება აგრარულ ინდუსტრიაში დირექტორის, საოპერაციო დირექტორის, ბაღის მენეჯერის პოზიციაზე;
  • ბაღების სრული საწარმოო ცილკის მართვის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია GLOBALG.A.P-ის დანერგვის ან აუდიტის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა კარგად;

დამატებითი ინფორმაცია:
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • სამედიცინო დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი
  • საწვავის ლიმიტი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruitment13@hh.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 577252467

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სოფლის მეურნეობა მებაღეობაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი,TOP მენეჯმენტი,ბიზნესის მართვა
ინდუსტრია / სფერო:
სოფლის მეურნეობა მეურნეობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
2-დან 3 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სოფლის მეურნეობა მებაღეობაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი,TOP მენეჯმენტი,ბიზნესის მართვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სოფლის მეურნეობა მეურნეობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი,დირექტორი,აღმასრულებელი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები