განცხადების სრული ტექსტი

შპს „გიო+“ საქმიანობს ელექტროავტომატური კარებების, ბარიერების, ჭიშკრის ძრავების, გარე დამცავი ჟალუზების, ფანჯრებისა და მათთან დაკავშირებული ავტომატიზებული სისტემების წარმოების, მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების მიმართულებით.
საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ტექნიკური დიაგნოსტიკა;
  • მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების შესწავლა;
  • ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი;
  • მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკოსად ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვის ცოდნა;
  • ელექტრო სქემების წაკითხვისა და მათთან მუშაობის უნარი;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა — B კატეგორია.

სასურველი უნარები:
  • ელექტრო შედუღების ცოდნა;
  • სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ელექტრო სქემებთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: 2,000–3,000 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
  • დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ ხართ ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებული, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, მოხარული ვიქნებით, შემოგვიერთდეთ ჩვენს გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@window.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599190866 / გიორგი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟიწარმოება/ოპერაციები მექანიკა
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება სამრეწველო ავტომატიზაციასაზოგადოებრივი უსაფრთხოება საზოგადოებრივი უსაფრთხოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟიწარმოება/ოპერაციები მექანიკა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
წარმოება სამრეწველო ავტომატიზაციასაზოგადოებრივი უსაფრთხოება საზოგადოებრივი უსაფრთხოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები