სტანდარტი 17 ნოე - 15 დეკ

ხარჯთაღმრიცხველი

ბათუმი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:sberaia@orbi.net
ტელეფონი:+995 555 11 17 15

განცხადების სრული ტექსტი

ბათუმში, საერთაშორისო ქსელის მქონე ბრენდულ სარესტორნო კომპლექსში, რესტორანი „PANORAMA“ აცხადებს ვაკანსიას: ხარჯთაღმრიცხველი (Cost Controller)

ძირითადი მოვალეობები:
  • რესტორნის ხარჯების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
  • საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
  • პროდუქციის შესყიდვების, ფასებისა და დანახარჯების კონტროლი;
  • სასაწყობე ნაშთებისა და პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
  • ფაქტობრივი და თეორიული თვითღირებულების შედარება და ანალიზი;
  • პროდუქციის კალკულაციების შემუშავება, გადამოწმება და პერიოდული განახლება შეფ-მზარეულებთან და საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით;
  • პროდუქციის ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი;
  • ყოველთვიური ანგარიშგების (Report) მომზადება და ანალიზი;
  • ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემცირების გზების გამოვლენა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენის (ინგლისური ან სხვა) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • 1C, StoreHouse და R-Keeper პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • Excel-ის ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:
  • ვუზრუნველვყოფთ კვებას;
  • გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • გექნებათ დამატებითი ბენეფიტები;
  • გახდებით საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროფესიული გუნდის წევრი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sberaia@orbi.net
სათაურის ველში მიუთითეთ: „PANORAMA – Cost Controller“
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 555 11 17 15

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები ხარჯთაღრიცხვა
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილება 1 წლიდან
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები