სტანდარტი 

განცხადების სრული ტექსტი
საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დიჯიტალ სერვისების ოფიცერი - დედოფლისწყარო
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.
ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
- ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
- გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
- გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
- ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
- გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;
- შეხვდე, დაეხმარო და კონსულტაცია გაუწიო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს დისტანციური არხებით ოპერაციების შესრულებაში;
- გააცნო და შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები და ამ პროდუქტების დისტანციური არხებით გააქტიურება და გამოყენება;
- უზრუნველყო მომხმარებელთა რიგების მართვისა და გადამისამართების პროცესი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს ხელზე ასაღებ 500 ლარს+ ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- ანაზღაურებად 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტულ სერვისცენტრში;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
- განვითარების შესაძლებლობას: 3-დან 6 თვემდე პერიოდში გექნება შესაძლებლობა დაწინაურდე, როგორც ფილიალის სხვა პოზიციებზე - ასევე შენი უნარების შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ბანკის სხვადასხვა მიმართილებით
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/dijital-servisebis-opiceri-dedopliscqaro-tbilisi-0HwxR1?source=Hr.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო:
- ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 500 (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება:
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის:
- კი
- ენები:
- ქართული