განცხადების სრული ტექსტი

Midea გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე.

შპს „ემტექნიკსი“ საქართველოში Midea-ს კონდიცირების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები;
  • სალაროს ყოველდღიური ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • სალაროს დღის დახურვა და თანხის ინკასაციისთვის მომზადება;
  • საბანკო ტერმინალით განხორციელებული გადახდების აღრიცხვა და 1C პროგრამაში მათი კორექტირება ბანკში თანხის ასახვის თარიღის შესაბამისად.
  • შეკვეთების პროგრამაში ასახვა, დამუშავება და დასრულება;
  • პროდუქციის განახლებული ფასების პროგრამაში ასახვა;
  • სასაქონლო ზედნადებებისა და საგარანტიო ტალონების გამოწერა;
  • საქონლის დაბრუნებისა და გადაადგილების დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება, შენახვა და დაარქივება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა საოპერაციო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა;
  • ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • ოპერატიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი 10:00-19:00;
  • სამუშაო გრაფიკი ზაფხულის სეზონზე მაისიდან აგვისტოს ჩათვლით: 09:00-18:00 და 11:00-20:00 ცვლებში.
  • საწყისი ფიქსირებული ანაზღაურება: 1400 ლარი;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/3QK

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1400

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
0-დან 1 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები